მთავარი › სახელმძღვანელო › შორ მანძილზე სროლა 1–4 კმ
შორ მანძილზე სროლა 1–4 კმ — ტრანსზვუკი, G7, დედამიწის ბრუნვა
1 კმ-ზე შორს მცირე შეცდომები დიდდება: 1% სიჩქარის შეცდომა 1500 მ-ზე ათეულობით სანტიმეტრს ნიშნავს. ამიტომ აქ ყველა ფიზიკური ეფექტი უნდა ჩაითვალოს.
G1 თუ G7
გრძელი, „ბოტ-ტეილ“ ტყვიებისთვის G7 მოდელი ბევრად ზუსტია — მისი BC მთელ მანძილზე თითქმის არ იცვლება. G1 მოკლე, ბრტყელძირიანი ტყვიებისთვისაა.
ტრანსზვუკი
როცა ტყვია ხმის სიჩქარემდე (≈340 მ/წმ) ნელდება, წინააღმდეგობა მკვეთრად იცვლება და სიზუსტე შეიძლება დაეცეს. კარგი ვაზნა სამიზნემდე ზებგერით სიჩქარეს ინარჩუნებს.
ჰაერი
ტემპერატურა, წნევა, ტენიანობა და სიმაღლე ჰაერის სიმკვრივეს ცვლის. მთაში (1500–2500 მ) ტყვია მნიშვნელოვნად ნაკლებად ვარდება. შორ მანძილზე ტყვია ათეულობით მეტრით მაღლა ადის — balistika.ge ჰაერის სიმკვრივეს ტყვიის სიმაღლის მიხედვით ყოველ წერტილში ითვლის.
დედამიწის ბრუნვა (Coriolis)
საქართველოს განედზე (≈42°) 1000 მ-ზე ეფექტი რამდენიმე სანტიმეტრია, 2–3 კმ-ზე — ათეულობით სანტიმეტრი, და დამოკიდებულია სროლის მიმართულებაზე (ჩრდილოეთი/აღმოსავლეთი…). ამიტომ კალკულატორს ადგილი და აზიმუტი სჭირდება — „🗺 რუკაზე სროლა“ ორივეს თვითონ ადგენს.
Spin drift და აეროდინამიკური ნახტომი
მბრუნავი ტყვია ხრახნის მიმართულებით (მარჯვენა ხრახნი → მარჯვნივ) თანდათან გადაიხრება. გვერდითი ქარი კი ტყვიას ოდნავ ზემოთ ან ქვემოთაც წევს (აეროდინამიკური ნახტომი). ორივე ეფექტი ხრახნის ბიჯზე და ტყვიის სიგრძეზეა დამოკიდებული.
სიზუსტე
balistika.ge-ს ძრავი შემოწმებულია საერთაშორისო ბალისტიკურ ბიბლიოთეკასთან (py-ballisticcalc): 1 კმ-ზე სხვაობა ≈1 მმ-ია, 3 კმ-ზე — 0.012 mrad. რეალური სროლით კალიბრაცია (სიჩქარე და BC) შედეგს შენს თოფზე აზუსტებს.