მთავარი › კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 26 ოქტომბერი, 2026. ეს პოლიტიკა ეხება საიტს balistika.ge და მის აპლიკაციებს.

რა მონაცემებს ვაგროვებთ

რისთვის ვიყენებთ

მხოლოდ საიტის მუშაობისთვის: შესვლა, პარამეტრების შენახვა, პაკეტის ჩართვა და მეილის დადასტურება. მონაცემებს არ ვყიდით და მესამე პირებს რეკლამისთვის არ გადავცემთ.

სამართლებრივი საფუძველი

მონაცემებს ვამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემდეგი საფუძვლებით: ხელშეკრულების შესრულება (ანგარიში, პარამეტრები, ფასიანი პაკეტი), შენი თანხმობა (მდებარეობა, კამერა, კლუბში გამოქვეყნება, რუკის „უსაფრთხოება“ — თანხმობის გაწვევა ნებისმიერ დროს შეგიძლია), კანონით დაკისრებული მოვალეობა (გადახდების აღრიცხვა, სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნა) და კანონიერი ინტერესი (საიტის უსაფრთხოება, თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების აღკვეთა, თანხმობის დამადასტურებელი ჩანაწერი).

ასაკი

საიტი განკუთვნილია მხოლოდ 18 წლის და უფროსი პირებისთვის. 18 წლამდე პირის მონაცემებს შეგნებულად არ ვაგროვებთ; თუ ასეთი ანგარიში აღმოჩნდება, წავშლით.

მესამე მხარის სერვისები

შესვლა Google-ით/Facebook-ით (მათი წესებით), ამინდი — Open-Meteo, რუკა — Esri. Google-ის API-დან მიღებული მონაცემები გამოიყენება Google API Services User Data Policy-ის შესაბამისად, Limited Use მოთხოვნების ჩათვლით. გადახდა — საქართველოს ბანკი. თარგმანი (EN/RU არჩევისას) — Google Translate. საიტის სერვერი (ჰოსტინგი) შეიძლება მდებარეობდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ; ასეთ შემთხვევაში მონაცემები გადაიცემა მხოლოდ საიტის მუშაობისთვის აუცილებელი მოცულობით და დაცვის სათანადო გარანტიებით.

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (მაგალითად, სასამართლოს ან გამოძიების კანონიერი მოთხოვნით) მონაცემები შეიძლება გადაეცეს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.

შენახვა და ანგარიშის წაშლა

მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე. ანგარიშის წაშლა თავად შეგიძლია, ნებისმიერ დროს: balistika.ge → ⚙ პარამეტრები → „მეილი და პაროლი“ → „🗑 ანგარიშის სამუდამოდ წაშლა“. წაიშლება ანგარიში და ყველა მონაცემი: პარამეტრები, კლუბის პოსტები, ფოტოები, ვიდეოები, კომენტარები და მდებარეობა — მაშინვე.

თუ საიტზე შესვლა ვერ ხერხდება, მოგვწერე balistikasupport@gmail.com (იმ მეილიდან, რომლითაც დარეგისტრირდი) — წავშლით 7 დღეში. გადახდების ჩანაწერები (თუ ასეთი არსებობს) კანონით დადგენილ ვადამდე ინახება, ანგარიშთან კავშირის გარეშე.

შენახვის ვადები: ანგარიშის მონაცემები — ანგარიშის წაშლამდე; რუკის „უსაფრთხოების“ ადგილი — მაქსიმუმ 15 წუთი; ტექნიკური ჩანაწერები — არაუმეტეს 12 თვისა; გადახდებისა და თანხმობის ჩანაწერები — საგადასახადო და სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადით (დავის შემთხვევაში მტკიცებულებად).

შენი უფლებები

გაქვს უფლება: მოითხოვო ინფორმაცია, რა მონაცემებს ვამუშავებთ; მიიღო მათი ასლი; გაასწორო, წაშალო ან შეზღუდო მათი დამუშავება; გამოიწვიო თანხმობა; გააპროტესტო დამუშავება. მოთხოვნა გამოგზავნე balistikasupport@gmail.com-ზე — გიპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში (არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა). თუ ფიქრობ, რომ შენი უფლება დაირღვა, შეგიძლია მიმართო საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (personaldata.ge) ან სასამართლოს.

უსაფრთხოება: კავშირი დაშიფრულია (HTTPS), პაროლები ინახება მხოლოდ დაშიფრული ანაბეჭდის სახით, წვდომა მონაცემებზე შეზღუდულია.

შეტყობინება და მოდერაცია

„ჩვენ კლუბში“ ნებისმიერ პოსტზე შეგიძლია დააჭირო 🚩 — შეტყობინება მოდერატორთან მიდის და პოსტი შენთვის იმალება. წესების დამრღვევი შინაარსი იშლება, განმეორებისას ანგარიში ჩერდება.

კონტაქტი

balistikasupport@gmail.com

გაუზიარე მეგობრებს:FacebookMessengerWhatsAppViberTelegram